შესვლა

გვეწვიეთ!

წმინდა ილია მართლის სახელობის საბავშვო ბაღი

bagi 2012 თქვენი პატარებისთვის გთავაზობთ შესანიშნავ სულიერ გარემოსა და სწავლას, რომელიც აგებულია მართმადიდებულ პრინციპებსა და ქრისტიანულ სწავლებაზეაგრეთვე გთავაზობთ საუკეთესო მეთოდებზე დაფუძნებულ სასწავლო - სააღმზრდელო პროგრამას, რომელიც აპრობირებულია და უზრუნველყოფს აღსაზრდელთათვის გონებრივ მზაობას და სასკოლო  უნარ - ჩვევებს გამომუშავებას. საბავშვო ბაღში ფუნქციონირებს ქართულ, ინგლისურ და რუსული ჯგუფები. სწავლება დაფუძნებულია შემეცნებით, შემოქმედებით და სიუჟეტურ თამაშებზე.

  ყოველი ჯგუფის კურიკულუმში გათვალისწინებულია ასაკის და ბავშვის ინდივიდუალური მონაცემები.

ბაგა ჯგუფი (2 ). პროგრამა ითვალისწინებს  შეუმსუბუქოს პატარებს ოჯახური სიტუაციიდან უცხო გარემოში მოხვედრარომელიც დაეხმარება პატარას გახდეს ჯგუფის ნაწილი, შეეწყოს თანატოლებს, შეძლოს აღმზრდელის (უფროსების) მითითებების მიღება და საკუთარ ქმედებაში გათვალისწინება. ამ ასაკობრივ ჯგუფში ბავშვები ეუფლებიან   - უმარტივეს რიტმულ მღერებს, ნაცნობი საგნების ფიგურების გაცნობას, ხელის მოტორიკის განვითარებას ("თითების თამაში") საკომუნიკაციო ფრაზების შესწავლას, მოსმენის უნარ-ჩვევებს.

 

უმცროსი ჯგუფი (3-4 წლ). ამ ასაკობრივ ჯგუფში ბავშვები ეუფლებიან საბაზისო ცოდნას - გარე სამყაროს საგნობრივ აღქმას, ფერებს, რიტმულ მღერებს, მარტივ ლექსებსა და ზღაპრებს, ელემენტარულ მათემატიკას. გეომეტრიული ფიგურების გაცნობას, მეტყველების განვითარების მიზნით საკომუნიკაციო ფრაზების შესწავლას; თანატოლებისა და უფროსების სიყვარულს.

საშუალო ჯგუფი (4-5 წლ). მათთვის გათვალისწინებული პროგრამა კონცენტრირებულია თვიდისციპლინასა და თანატოლებთან თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განვითარებაზე. ამ ეტაპზე ბავშვები უფრო სერიოზულად დაკავდებიან გამოყენებითი ხელოვნებით (ხატვა, ძერწვა, აპლიკაცია), მუსიკით, მეცადინეობებით (გარემოს გაცნობა, მათემატიკა, საღვთო რჯული, მშობლიური ენით და მეტყველების განვითარებით)

უფროსი ჯგუფი (5-6 წლ). პროგრამა აგებულია - ამ  ასაკის ბავშვთა სწრაფად მზარდ ინტერესებზე გარემოსთან მიმართებაში. ბაღი ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სასკოლო უნარ - ვევებისა და შესათვისებლად სრულ მზაობას. "ვინ ვარ მე?!" (ეროვნება, სამშობლო,სარწმუნოება); "ჩემი პირველი წიგნი" (ანბანი, სურათის აღწერა, სიტყვისა და წინადადების გადმოცემის ტექნიკა) "პაპის ხურჯინი" (ფოლკლორი), ლექსიკის დაუფლება და საკომუნიკაციო ფრაზეოლოგიის ფლობა (ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებზე), მუსიკა,ცეკვა, გამოყენებითი ხელოვნება (ხატვა, ძერწვა, აპლიკაცია, კონსტრუირება, ხელით შრომა) ჯგუფური თამაშისა და თვითგამოვლენის უნარის ფლობა

რუსული და ინგლისური ჯგუფი (5-6 წლ).  მათთვის გათვალისწინებული პროგრამა ითვალისწინებს უცხო ენების სწორად დაუფლებას.ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სასკოლო უნარ-ვევების გამომუშავებას, ამ ჯგუფის ბავშვებს ჩაუტარდებათ დამატებითი მეცადინეობა სასკოლო მომზადებისათვის.

 საბავშვო ბაღში ბავშვები მიირთმევენ საუზმეს - 10.15 სთ-ზე

სადილი 13:00

სამხარი 16:00

კერძები მზადდება  საბავშვო ბაღის სამზარეულოში

    თქვენს შვილებს ექნებათ თავიანთი გონებრივი თუ შემოქმედებითი მონაცემების განვითარებისა და წარმოჩენის საშუალება - ღია გაკვეთილებზე,საეკლესიო დღისადმი მიძღვნილ ზეიმებზე,თეატრალურ ინსცენირებაში, მუსიკალურ  თუ გასართობ ზეიმებზე, საბავშვო   სიუჟეტურ თამაშებში, საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია - აუქციონებზე .

     მუშაობის ძირითადი აქცენტი მიმართულია ბავშვის სულიერი აღზრდის, ინტელექტუალური ნიჭის (მეხსიერების,ყურადღების,გააზრების,წარმოსახვის) გასანვითარებლად, რისი საბოლოო მიზანია ბავშვის წარმატებული სწავლა სასულიერო გიმნაზიასა თუ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში.

   ბავშვებს მოემსახურებიან  მართმადიდებელი, მაღალკვალიფიციური პედაგოგები. კადრების შერჩევის კრიტერიუმებია პროფესიონალიზმი, შემოქმედებითი უნარი, ბავშვების პატივისცემა და სიყვარული.

საბავშვო ბაღში მიიღებიან  2-დან  6 წლამდე ასაკის ბავშვები.

 mtavari 2

თუ გსურთ თქვენ  შვილებ მართმადიდებელ ქრისტიანებად აღიზარდონ და სიყრმე ზეიმად უქციოთ,

             

 

წმინდა ილია მართლის სახელობის საბავშვო ბაღი

საავტორო უფლება © 2017 წმ.ილია მართლის სახელობის საბავშვო ბაღი. ყველა უფლება დაცულია.
Joomla! თავისუფალი პროგრამაა და ვრცელდება GNU General Public ლიცენზიით.